თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა დოფლ ლუნდგრენმა, რომელიც თბილისში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა, საქართველოს შესანიშნავი ქვეყანა უწოდა.
თავისი მთავარი შთაბეჭდილების – ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის შესახებ მსახიობმა სოციალური ქსელების თავის გვერდებზე დაწერა.
ვიდეოში, რომელიც კოჯორშია გადაღებული, მსახიობი ქართულ სუფრასთან ზის და ქართული სიმღერის ცოცხალ შესრულებას უსმენს.
„საოცარი სადილი და სიმღერა ქართველ მამაკაცთა გუნდის შესრულებით... დიდებული ადგილია", – დაწერა ლუნდგრენმა.
Посмотреть эту публикацию в Instagram
მსახიობი საქართველოს პირველად ესტუმრა ქართული კომპანია „ზედაზნის" სარეკლამო რგოლის გადაღებისთვის. ლუნდგრენი ასევე იყო სტუმარი პოპულარული გადაცემისა „ვანოს შოუ" (ტელეარხი Rustavi2), რომელიც ეთერში კვირის ბოლოს გავა.
დოლფ ლუნდგრენი საქართველოს თავის უმცროს ძმასთან, იოჰან ლუნდგრენთან ერთად ეწვია.
დოლფ ლუნდგრენი — შვედური წარმოშობის ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, საბრძოლო ხელოვნების ოსტატია. მაყურებელი მას იცნობს როლებით ფილმებიდან „როკი", „საქმის გარჩევა პატარა ტოკიოში", „უნივერსალური ჯარისკაცი", „შეუჩერებელნი" და სხვ.