თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. პოლონეთში საქართველოს 34 წლის მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა პოლონეთის ქალაქ ვონგროვეცში 13 ივლისს, გვიან ღამით მოხდა. პოლიციამ ქუჩაში დაჭრილი მამაკაცი შენიშნა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. ადგილობრივი მედიის განცხადებით, დაშავებული საქართველოს 34 წლის მოქალაქეა.
მოგვიანებით სამართალდამცველებმა დააკავეს 32 წლის ქართველი, რომელიც სავარაუდოდ, ინციდენტთან არის კავშირში.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება.