როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშისუპერმარკეტში
სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაისში წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 4,7% შეადგინა

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოში 2019 წლის ივნისში ინფლაციამ გასული წლის ივნისთან შედარებით 4,3% შეადგინა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით.

შოკური დარტყმა და ფინანსური დანაკარგები – არჩილ თალაკვაძე მიმდინარე მოვლენებზე >>

ერთი წლის განმავლობაში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე (+20%), სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (+6,5%), დასვენების, გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (+5%).

გარდა ამისა, გაძვირდა ტრანსპორტი (+3,2%), ჯანდაცვა (+2.9%), განათლება (+2,6%), მომსახურება რესტორნებში, კაფეებსა და სასტუმროებში (+2,5%), ასევე სხვა სფეროებში.

რუსი ტურისტები აბანოთუბანში - Sputnik საქართველო
რუსი ტურისტების შენარჩუნება - პრემიერმა ხელისუფლების გეგმები გაახმოვანა

ამასთან, 6,9%-ით გაიაფდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. კავშირგაბმულობის ტარიფებმა 2,6%-ით დაიკლო.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 4,7% შეადგინა, რაც განპირობებული იყო ერთჯერადი ფაქტორების მნიშვნელოვანი ზეგავლენით, მათ შორის აქციზის გაძვირებით თამბაქოს ნაწარმზე წლის დასაწყისში და მსოფლიო ბაზრებზე ბენზინის გაძვირებით.

დოკუმენტში აღნიშულია, რომ არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარი პირობებით, მოსალოდნელია ინფლაცია, ხოლო მომდევნო წლის დასაწყისიდან საგარეო, ეგზოგენური ფაქტორების ზეგავლენის ამოწურვის შემდეგ ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 3%-იან მიზნობრივ დონეს მიუახლოვდება.

ფასები იზრდება – გული არ წაგივიდეთ
როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში - Sputnik საქართველო
ფასები იზრდება – გული არ წაგივიდეთ
ყველა ახალი ამბავი
0