10:17 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
შოკური დარტყმა და ფინანსური დანაკარგები - არჩილ თალაკვაძე მიმდინარე მოვლენებზე

შოკური დარტყმა და ფინანსური დანაკარგები – არჩილ თალაკვაძე მიმდინარე მოვლენებზე

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (368)
150 0 0

არჩილ თალაკვაძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ფსევდოპატრიოტიზმს ამოფარებული პარტია უწოდა, რომელიც საქართველოს ზიანს აყენებს.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა პროვოკაციებსა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაში, რამაც ეკონომიკური დანაკარგები უკვე გამოიწვია.

რუსეთი აღადგენს ავიამიმოსვლას და უვიზო რეჟიმს, თუ... წყარო პირობებს ასახელებს>>>

თბილისში პარლამენტთან საპროტესტო აქციები 20 ივნისს რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და საქართველოს პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა, პოლიციამ აქციის დაშლის მიზნით ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. თბილისის ცენტრში მიტინგი დღემდე გრძელდება.  ერთადერთი შეუსრულებელი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა.

ანტირუსული რიტორიკის პასუხად რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა – აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 8 ივლისიდან შევიდა.

„ვნახოთ, რა შედეგები გამოიღო „ნაციონალური მოძრაობის“, ამ პოლიტიკური ჯგუფის, მისი ტელევიზიის ქმედებებმა, რა შედეგები გამოიღო დესტაბილიზაციის მცდელობამ და არეულობის მოწყობის მცდელობამ ოპოზიციის, ამ ჯგუფის მიერ… პირველ რიგში დაზარალდა საქართველოს ეკონომიკა, დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები, მათი ოჯახები და დაზარალდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება“, – განაცხადა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში თალაკვაძემ.

გასულ კვირას საქართველოში დაძაბულობის ახალი ტალღა ტელეკომპანია Rustavi2-ზე გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ წამყვანის გიორგი გახარიას სკანდალური მონოლოგის შემდეგ აგორდა. გაბუნიამ უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მის გარდაცვლილ მშობლებს. ამის პასუხად რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ საქართველოსთვის სპეციალური ეკონომიკური სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა, თუმცა პუტინი სანქციების დაწესების წინააღმდეგ წავიდა.

თალაკვაძის სიტყვებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საკუთარი ქმედებების გამო ბოდიშიც არ მოუხდიათ. უფრო მეტიც, „უტიფრად აგრძელებენ თავისი ამ ნაბიჯების გამართლებას ფსევდოპატრიოტიზმით“.

„რა სურდა რეალურად ამ ხალხს და რა არის რეალურად მათი გეგმა, მივხვდებით ორ წუთში, ამას არ სჭირდება უფრო სიღრმისეული ანალიზი... ეს არის ფსევდოპატრიოტიზმი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციის შენიღბვის რეალური მცდელობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი სიტყვებით, მალე გამოჩნდება, თუ როგორ აისახება ოპოზიციონერების „ბინძური პროვოკაციები“ საქართველოს უსაფრთხოებაზე, მის საერთაშორისო სტატუსსა და მომავალზე მთლიანობაში.

„ამ შედეგებით, რაც ჩვენ დღეს მივიღეთ, ვალუტამ რეალურად მიიღო შოკური დარტყმა, ეკონომიკას აქვს რეალური დანაკარგები ამ პროვოკაციების ფონზე და ქვეყნის უსაფრთხოებას მიადგა რეალურად ზიანი", – განაცხადა თალაკვაძემ.

ოთხშაბათს ისტორიაში პირველად ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 2,9 GEL\$1 ნიშნულს ქვემოთ ჩამოვიდა.

არეულობისა და საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო: ერთი – ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტება. რაც შეეხება მეორე საქმეს, გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“ და „შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა>>>>

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალი წაყენებული აქვს დეპუტატ ნიკანორ მელიას, რომელსაც პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა. სასამართლომ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და დაუწესა მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის ელექტრონული მონიტორინგი, რაც ელექტროსამაჯურის ტარების ვალდებულებას გულისხმობს.

რაც შეეხება ძალის გადამეტებას, ამ დროისთვის უფლებამოსილება შეჩერებული აქვს ათ პოლიციელს და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ყაყიჩაშვილს.

 

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (368)

მთავარი თემები