„დროა რეალობას დავუბრუნდეთ“ - საფრანგეთის ელჩი მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან  - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდა ამისა, მენიე ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ოპოზიციონერთა მხრიდან კრიტიკისა, მოსახლეობისთვის კარგია, რომ „ტურისტებს სანქციები არ ეხებათ“.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე , რომ ის არ ემხრობა საქართველოსთვის სანქციების დაწესებას, ქვეყნის რეაქცია დადებითი იყო, განაცხადა  საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ, იუწყება  „პირველი არხი“.

„რუსეთის პირველი რეაქცია ემოციური იყო. თუ ჩვენ ვიღებთ, რომ საქართველოში ემოციური რეაქცია მოჰყვა პარლამენტის სავარძელში რუსი დეპუტატის ხილვას, ჩვენ შეგვიძლია დავუშვათ, რომ რუსეთშიც შესაძლოა მოჰყოლოდა ემოციური რეაქცია იმას, რომ მათ პარლამენტარს დამალვა და წასვლა მოუხდა“, — განაცხადა მენიემ.

ელჩის თქმით, პირველმა ემოციებმა გაიარა და ახლა დროა, რეალობას დავუბრუნდეთ. 

ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
მინისტრი: არასოდეს დამდგარა საკითხი – ტერიტორიული მთლიანობა თუ სავაჭრო ურთიერთობები

გარდა ამისა, მენიე ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ოპოზიციონერთა მხრიდან კრიტიკისა, მოსახლეობისთვის კარგია, რომ „ტურისტებს სანქციები არ ეხებათ“.

თბილისში პარლამენტთან საპროტესტო აქციები 20 ივნისს რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და საქართველოს პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო. დუმის დეპუტატი იძულებული გახდა, დროზე ადრე შეეწყვიტა ვიზიტი და იმავე ღამით დაეტოვებინა ქვეყანა.

ყველა ახალი ამბავი
0