მინისტრი: არასოდეს დამდგარა საკითხი – ტერიტორიული მთლიანობა თუ სავაჭრო ურთიერთობები

© photo: Sputnik / Stringerლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი თვლის, რომ პრობლემები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას ბოლო დროს შეექმნა, „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია.

თბილისი, 12 ივლისი – Spuntik. პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მიზეზი ხდება – ციტირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს უწყების პრეს-სამსახური.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეგნებულად შეჰყავს ხალხი შეცდომაში, რათა დაამძიმოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.

„2006-დან 2012 წლამდე, როდესაც ჩვენთვის დაწესებული იყო ემბარგო, რუსეთიდან საქართველოში მილიარდ დოლარზე მეტი პროდუქციის იმპორტი ხორციელდებოდა, ხოლო ჩვენი ქვეყანა არანაირ შემოსავალს არ იღებდა. ჩვენ შევძელით დადებითი სავაჭრო ბალანსის შექმნა“, – თქვა დავითაშვილმა.

დემურ გიორხელიძე - Sputnik საქართველო
ექსპერტი – რა მოხდებოდა საქართველოში რუსეთის სანქციების ამოქმედების შემთხვევაში

მისი განცხადებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები პრაგმატული პოლიტიკის ნაწილია და ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ არ ვკვეთთ წითელ ხაზებს, არასოდეს საკითხი არ დამდგარა ამგვარად – ტერიტორიული მთლიანობა თუ სავაჭრო ურთიერთობები. მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის ნაწილია... ჩვენ უკვე მივიღეთ პრობლემები ტურიზმის სექტორში, საფრთხის წინაშე დადგა აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი. ჩვენი ქვეყანა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტ შემოსავალს რუსეთის ფედერაციაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გზით იღებს“, – თქვა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი ასევე შეეხო რუსეთის გარდა სხვა ბაზრების დივერსიფიცირების საკითხსაც. მისი თქმით, ქართული ღვინის გაყიდვები მსოფლიოს სხვა ბაზრებზე გაზრდილია ასი პროცენტით, რაც 40 მილიონამდე ბოთლს შეადგენს. ხოლო ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი მილიონი ლარიდან ეტაპობრივად 9 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რამაც ქართული ღვინო მეტად ცნობადი და მოთხოვნადი გახადა პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში.

ღვინის მარანი - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ექსპორტი: რომელი ქვეყანა ლიდერობს

2019 წლის დასაწყისიდან საქართველომ ექსპორტზე 40,5 მილიონამდე ბოთლი ღვინო გაიტანა – 6%-ით მეტი, ვიდრე გასულის წლის იანვარ-ივნისში.

98 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო მსოფლიოს 44 ქვეყანაში გაიტანეს – ეს გასული წლის იანვარ-ივნისის მონაცემზე 9%-ით მეტია.

ქართული ღვინის მიწოდების მხრივ ლიდერი ქვეყნების ხუთეულში პირველ ადგილზეა რუსეთი, შემდეგ მოდიან უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.

ექსპორტზე გატანილი ღვინოებიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს „ქინძმარაული“, „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“ და „ხვანჭკარა“.

 

ყველა ახალი ამბავი
0