ლეონიდ სლუცკი: ჩვენ ყოველთვის კონტაქტზე ვართ ქართველ პოლიტიკოსებთან

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშილეონიდ სლუცკი
ლეონიდ სლუცკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის დუმის დეპუტატის თქმით, რუსული მხარე მუდმივ კონტაქტშია საქართველოს პოლიტიკოსებთან და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წამომადგენლებთან

რუსი დეპუტატები შეხვდებიან ქართველ კოლეგებს პარტია „პატრიოტთა ალიანსიდან“. ამის თაობაზე Sputnik-ის კორესპონდენტს სახელწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განუცხადა ევრაზიული პარტნიორობის სახელმწიფოთა ახალგაზრდა დიპლომატების VI ფორუმზე.

ლეონიდ სლუცკიმ დაადასტურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის მიერ „ფეისბუქით“ გავრცელებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ოპოზიციური პარტიის დეპუტატები მოსკოვში გაემგზავრებიან. 

დემურ გიორხელიძე - Sputnik საქართველო
ექსპერტი – რა მოხდებოდა საქართველოში რუსეთის სანქციების ამოქმედების შემთხვევაში

„მგონი, უკვე აქ არიან. ხვალ მათ დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი მიიღებს“, — აღნიშნა სლუცკიმ.

მისი თქმით, რუსული მხარე მუდმივ კონტაქტშია საქართველოს პოლიტიკოსებთან და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წამომადგენლებთან.

„ჩვენ ყოველთვის კონტაქტზე ვართ. და არა მარტო „პატრიოტთა ალიანსთან“, არამედ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთანაც — იმათთანაც კი, რომლებიც ყოველთვის არ გვეთანხმებიან, რომლებიც მოსკოვში ჩამოდიან და რომლებსაც საერთაშორისო არენებზე ვხვდებით. კერძოდ, მშვიდობის ფონდი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ცალკეულ ექსპერტებთან, რომლებიც აბსოლუტურად არ იზიარებენ საკუთარი ქვეყნის ხელმძღვანელობის რადიკალურ მიდგომებს“, — თქვა მან.

ლეონიდ სლუცკი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღონ, მაგალითად, ახალგაზრდა დიპლომატთა მომდევნო ფორუმში.

„საქართველო — ეს ის ხუთი-ექვსი ადამიანი არ არის, რომლებიც ღვარძლს ანთხევენ მოსკოვის მისამართით. ეს დიდი ქვეყანაა, მთელი ერია. რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. ჩვენ ვკითხულობთ მათ ლიტერატურას, ვდგამთ მათ სპექტაკლებს. ამიტომ საჭირო არ არის, რომ ამ ერის რომელიმე წარმომადგენლის თვით ყველაზე საწყენი ნაბიჯების გამო მთელ ერს გადავუსვათ ხაზი. ეს ძალიან დესტრუქციულია. და რუსეთის პრეზიდენტი მოქმედების სწორ მაგალითს გვაძლევს ამ ვითარებაში“, — აღნიშნა ლეონიდ სლუცკიმ.

დეპუტატი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი „ჯანსაღ პესიმიზმს“ განიცდის, თუმცა კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა სრულიად შესაძლებლად მიაჩნია არცთუ შორეულ მომავალში.

შოკური დარტყმა და ფინანსური დანაკარგები – არჩილ თალაკვაძე მიმდინარე მოვლენებზე

„ჩვენ არ გვაქვს ემბარგო საქართველოზე და ქართველ ხალხზე. ჩვენ გვაქვს რეაქცია იმ უხეშ პროვოკაციულ გამოხდომებზე, რის უფლებასაც აძლევს თავს ზოგი ქართველი, მათ შორის, სამწუხაროდ, ქვეყნის ხელისუფლებაც“, — აღნიშნა სახელმწიფო დუმის დეპუტატმა.

ყველა ახალი ამბავი
0