ცრუგამოძახება: „ქარვასლაში“ ბომბი არ აღმოჩნდა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaგადაუდებელი დახმარების ცენტრი „112“
გადაუდებელი დახმარების ცენტრი „112“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასაფეთქებელ მოწყობილობას „ქარვასლაში“ შესაბამისი სამსახურები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. თბილისში, სავაჭრო და ბიზნეს-ცენტრ „ქარვასლაში“ ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა არ დაფიქსირდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
„ქარვასლაში" ბომბს ეძებენ – გამოცხადებულია ევაკუაცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში დღეს შევიდა   შეტყობინება, რომლის თანახმადაც, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას" შენობა სავარაუდოდ იყო დანაღმული.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და ყველა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები გამოცხადდნენ.

სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა შენობის ევაკუაცია უმოკლეს დროში მოახდინეს.

შესაბამისი სამსახურების მიერ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შენობის დათვალიერება. ადგილზე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ყველა ახალი ამბავი
0