თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. თბილისში, სავაჭრო და ბიზნეს-ცენტრ "ქარვასლიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, იტყობინება საზოგადოებრივი მაუწყებელი.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მათ განუმარტეს, რომ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ შენობა დანაღმულია და ამჟამად შენობაში გამნაღმველები არიან შესული.
ტერიტორია დაცლილია როგორც მომხმარებლების, ასევე პერსონალისგან. ევაკუაცია დაახლოებით 5 წუთის წინ დაიწყო.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.