ეროვნული გამოცდები: აბიტურიენტების ნაცვლად გამოცდის ჩაბარებას სხვები ცდილობდნენ

© courtesy of NAECეროვნული გამოცდები
ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 საგამოცდო ცენტრში ტარდება.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ორი შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც გამოცდის ჩაბარებას აბიტურიენტის ნაცვლად სხვა პირი ცდილობდა, აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
ერთიანი ეროვნული გამოცდები: ბატიაშვილი აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო, რომელშიც დაახლოებით 41 ათასი აბიტურიენტი მონაწილეობს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ორივე აბიტურიენტი გამოცდიდან მოხსნილია, ფაქტებთან დაკავშირებით კი დაწყებულია გამოძიება.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამკაცრებს მონიტორინგს და კიდევ ერთხელ აფრთხილებს აბიტურიენტებს, რომ ასეთი ქმედებით ისინი არღვევენ კანონს და საფრთხეს უქმნიან საკუთარ მომავალს", – ნათქვამია განცხადებაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 საგამოცდო ცენტრში ტარდება. აპლიკანტთა დიდი რაოდენობის გამო დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა ხულოსა და ბათუმში.

წელს აბიტურიენტებს კვლავ ოთხი გამოცდის ჩაბარება უწევთ. აქედან სამი სავალდებულოა – ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა, და ერთი საგანი არჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0