აქცია პარლამენტთან მე-20 დღე გრძელდება

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია პარლამენტთან. 2019 წლის 9 ივლისი
საპროტესტო აქცია პარლამენტთან. 2019 წლის 9 ივლისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს მიტინგზე გუშინდელი მოვლენების შეფასებით პოლიტიკოსები წარდგებიან

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

რუსთაველის გამზირზე მიტინგები მე-20 დღე გრძელდება. მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია. აქციის მონაწილეები პროტესტის პირველ დღეს აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაზე პასუხისმგებლობას სწორედ მას აკისრებენ.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქციაზე ტკბილეულობას არიგებენ
აქცია პარლამენტთან მე-20 დღე გრძელდება - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქციაზე ტკბილეულობას არიგებენ

ორგანიზატორების თქმით, დღევანდელ აქციაზე შეკრებილებს სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები მიმართავენ.

„დღეს აქ გამოვლენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რადგან მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მიეცეს სწორი კვალიფიკაცია იმას, რაც გუშინ მოხდა, და ეს პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გეგა სალუქვაძემ.

ჯერჯერობით ადგილზე იმყოფება სამასამდე ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ აქციის დაწყება 19:00 საათზე იყო დაანონსებული. ჯერჯერობით რუსთაველის გამზირი გადაკეტილი არ არის.

საპროტესტო აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
შსს აქციის ორგანიზატორებს უსაფრთხო დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს

გუშინ რუსთაველის გამზირზე ერთბაშად ორი საპროტესტო აქცია გაიმართა. ერთი აქციის მონაწილეები ისევ გახარიას გადადგომას მოითხოვდნენ, მეორე აქციაზე ანტიდისკრიმინაციული კანონის გადახედვას და „გარყვნილების პროპაგანდის“ აკრძალვას მოითხოვდნენ. უკანასკნელი აქციის მონაწილეები მხოლოდ იმისათვის შეიკრიბნენ, რომ არ დაეშვათ ლგბტ-საზოგადოების დამცველთა მიერ დაანონსებული მარშის გამართვა, მაგრამ გახარიას მოწინააღმდეგეებმა ეს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პროვოკაციად აღიქვეს. ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, აქციების მონაწილეებს პოლიციის კორდონი ყოფდა.

ყველა ახალი ამბავი
0