როგორ გადაარჩინა 10 წლის ილიკო სუხიშვილმა ნიკო ფიროსმანი – უცნობი ისტორია

მსახიობი, რომელმაც ნიკო ფიროსმანი განასახიერა.
მსახიობი, რომელმაც ნიკო ფიროსმანი განასახიერა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
იცოდით, რომ ნიკო ფიროსმანი და ილიკო სუხიშვილი ერთმანეთს იცნობდნენ?

სოციალურ ქსელში აქტუალური ხდება უცნობი ისტორია, თუ როგორ შეხვდა შემთხვევით ანსამბლ „სუხიშვილების“ დამაარსებელი ილიკო სუხიშვილი ცნობილ ქართველ მხატვარს ნიკო ფიროსმანაშვილს.

ჟურნალისტი მეეზოვეს ამპლუაში - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: იმ დღეს ფიროსმანის მეეზოვეს შევხვდი

თურმე ერთხელ 10 წლის ილიკო სუხიშვილი ქუჩაში მისეირნობდა, როცა მან შენიშნა ნასვამი კაცი, რომელიც „მალაკნების ბაზართან“ ბარბაცით მიდიოდა დახეული ჩექმითა და ქურთუკით. უკან ბავშვების გუნდი მისდევდა და მთვრალს აბუჩად იგდებდა. ილიკომ ჯოხი მოიმარჯვა და თანატოლებს შეუტია. შეშინებულმა ბავშვებმა მთვრალს თავი დაანებეს. უცნობმა მშველელი იცნო. იგი მუშტაიდის ბაღში ხშირად უნახავს, როცა ბიჭი იმ დროს თბილისში ყველაზე მოდურ „შამილის“ ცეკვას ასრულებდა. მამაკაცმა ილიკოს მადლობა გადაუხადა და ჩრდილოკავკასიელთა ლეგენდის – შამილის ნახატის ჩვენება შესთავაზა.

ნესტიან ოთახში, სადაც არც საწოლი იდგა და არც სკამი, უცნობმა ბავშვს ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატი უჩვენა. შემდეგ ცეკვა შეუქო და ურჩია, ამ საქმეს გაჰყოლოდა. დამშვიდობებისას ილიკომ მასპინძელს ვინაობა ჰკითხა. მამაკაცმა უპასუხა, რომ მხატვარი ნიკო (ნიკალა) ფიროსმანაშვილი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0