გაბუნიას განცხადება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია – კომუნიკაციების ეროვნული კომისია

© Sputnik / Alexander Imedashviliგაბუნიას განცხადება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია - კომუნიკაციების ეროვნული კომისია
გაბუნიას განცხადება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია - კომუნიკაციების ეროვნული კომისია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომუნიკაციების ეროვნული კომისია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადების შემდეგ ადეკვატურ რეაქციას ელოდება.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერით 7 ივლისს გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმში“ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ განცხადებას არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისის განცხადებაში.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
Rustavi 2: გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანო იმსჯელებს

კომუნიკაციის ეროვნული კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი ფორმით და შინაარსით აზრის გამოხატვა არაეთიკური და უხამსია და სიძულვილის ენის შემცველი, ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებები სერიოზული საფრთხის შემცველია ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის.

„ჟურნალისტის მიერ შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული განცხადებების გაკეთება ცდება საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ პროფესიულ ჩარჩოებს, რაც ზიანს აყენებს მთლიანად ქართულ მედიას და ახდენს ჩვენი ჟურნალისტების დისკრედიტაციას“, – აცხადებენ უწყებაში.

კომუნიკაციის ეროვნული კომისია ელოდება, რომ მასმედია, ჟურნალისტები და მთლიანად საზოგადოება, ვისაც სწორედ ეთიკური, პროფესიული და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა მიაჩნია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტად, აქტიურად დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და ადეკვატურ შეფასებას მისცემენ „რუსთავი 2“-ის ეთერში მომხდარ ფაქტს.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე გაბუნიას გამოსვლას საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციად აფასებს
7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მკვეთრი ფორმით გამოხატეს რეაქცია „რუსთავი 2“-ის ეთერთან დაკავშირებით. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამები ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად და დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა.

ყველა ახალი ამბავი
0