პარლამენტის თავმჯდომარე გაბუნიას გამოსვლას საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციად აფასებს

© photo: Archil Talakvadze / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა პოლიტიკოსებმა და საზოგადო მოღვაწეებმა უკიდურესად ნეგატიური რეაქცია გამოხატეს „რუსთავი2“-ის საკვირაო ეთერთან დაკავშირებით, რომლის დროს წამყვანმა ვლადიმირ პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. ტელეარხ „რუსთავი2“-ის ეთერში გიორგი გაბუნიას სკანდალურ გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის სიმბოლიკიანი ალამი - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ პუტინის მიმართ შეურაცხყოფებს Rustavi2-ის ეთერში პროვოკაცია უწოდა

„რუსთავი2“-ის პრაიმ-ტაიმში გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ გამოშვება დაიწყო ეკრანზე წამყვანის შესავალი სიტყვით, რომელიც წუთნახევრის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფას აყენებდა. ეს მოხდა რუსეთთან ურთიერთობების ყველაზე სერიოზული გართულების ფონზე ბოლო ათი წლის განმავლობაში. თბილისში თითქმის სამი კვირის განმავლობაში გრძელდება საპროტესტო აქციები, რომელიც ანტირუსული ლოზუნგებით და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს. თბილისში მიმდინარე ანტირუსულ რიტორიკაზე საპასუხოდ, მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა - ეს გადაწყვეტილება ძალაში ორშაბათს, 8 ივლისს შევა. ამავე დროს რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა შეწყვიტეს.

„რაც დღეს რუსთავი 2-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. კითხვები აღარ არსებობს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს“, - დაწერა თალაკვაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკვეთრი ფორმით გამოხატეს საკუთარი რეაქცია „რუსთავი2“-ის ეთერთან დაკავშირებით. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამებს ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად და დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა.

„რუსთავი2“-ის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ წამყვანის მხრიდან ადგილი ჰქონდა „თვითგამოხატვას“, თუმცა აღიარებს „წითელი ხაზის“ დარღვევას.

Rustavi 2–მა მაუწყებლობა შეწყვიტა >>

„ეს წესები მეც არაერთხელ დამირღვევია, თუმცა ამ დარღვევასაც თავისი ფორმა აქვს, წითელი ხაზები და ასევე საჭიროებს გემოვნებასა და ზომიერებას... არხი კატეგორიულად არ იზიარებს გიორგი გაბუნიას მიერ გამოთქმულ არა აზრს, არამედ ამ აზრის გამოხატვის ფორმას. მიიჩნევს, რომ ეს არ შეესაბამება არც არხის ედიტორიალს და არც არხის ძალიან მაღალ სტანდარტს“, - განაცხადა ტელეარხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

ყველა ახალი ამბავი
0