თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. ქუთაისში 29-ე საჯარო სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.
შემთხვევა ავანგარდის დასახლებაში, სულხან საბას ქუჩაზე მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, უსიამოვნო სუნს რამდენიმე დღის განმავლობაში გრძნობდნენ.
„დიდი ხანია, ვგრძნობდით უსიამოვნო სუნს და დღეს გაირკვა, რომ სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იყო. ცხედარი ისეთ ადგილზე იყო ნაპოვნი, რომ თუ სწავლა არ არის, იქ არავინ მივიდოდა. დღეს ეზოს გათიბვის დროს, მთიბავებმა ცხედარი შემთხვევით იპოვეს და პოლიციამ გადაასვენა”, – განაცხადა ქუჩის მცხოვრებმა, ნათია გურგენიძემ.
ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.
შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოიძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.