„ერთი თხოვნა მაქვს დეო, მიშველე რაც შეძლო, ისე მალე...“ - ჩანჩქერზე დაღუპული გოგონას დედა

© photo: TripOp / FBჩანჩქერი
ჩანჩქერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის დედა შვილს ემოციურ სტატუსს უძღვნის

ჩანჩქერზე ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის დედა ლანა ნიკოლეიშვილი გარდაცვლილ შვილს ამაღელვებელ სტატუსს უძღვნის და დახმარებას სთხოვს.

ქალი შვილის საფლავის ფოტოებს აქვეყნებს და ამბობს, რომ ეს ერთადერთიღაა, რაც შვილისგან დარჩა.

„სრული სისულელე ალბათ ან გამოშტერების პიკი, რაც მჭირს. არ შეიძლება ნორმალური დედა შვილის საფლავს ფოტოს უღებდეს და აქ დებდეს, მაგრამ სულ შენს ფოტოებს რომ ვდებდი, მეტჯერ სად გადაგიღო დეო? ეს შენი ბოლო კადრია ჩემი ხელიდან. შენი და ჩემი ნავთსაყუდელი. ადგილი, სადაც ერთად უნდა ვიყოთ. ადგილი, სადამდე გზაც უნდა გავიზეპირო, ვიმეორო და ვიმეორო გოჯ-გოჯ ისე, თვალის ჩინი რომ წამერთვას დეე, მაინც მოგაგნო და მოვეფერო ქვას, რომელზეც შენ მყავხარ... მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს დეო (მე ათასს გისრულებდი), მიშველე რაც შეძლო, ისე მალე“, - წერს გოგონას დედა.

ტრაგედია ლაგოდეხში: მაშველებმა დაკარგული 16 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს >>>

გოგონას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. უბედური შემთხვევა მაისში მოხდა. სოფი ნიკოლეიშვილი ექსკურსიაზე გურგენიანის ჩანჩქერზე იმყოფებოდა. მაშველებმა მის ცხედარს წყალში 24-საათიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს.

ყველა ახალი ამბავი
0