რატომ ტოვებს თანამდებობას მიხეილ გიორგაძე

© Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ გიორგაძე
მიხეილ გიორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გასული წლის ზაფხულში გახდა.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს.

ამ გადაწყვეტილების შესახებ გიორგაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ის კერძო სექტორში დაბრუნებას გეგმავს.

მიხეილ გიორგაძე თურქეთის კლინიკიდან გაწერეს>>

„იცით, რომ 5 წლის წინ დავიკავე კულტურის მინისტრის თანამდებობა და ამ ხნის განმავლობაში ჩემი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროს დავუთმე. შემდეგ შემოგვიერთდა ასევე უმნიშვნელოვანესი – სპორტის სფერო და მეამაყება, რომ ამ მიმართულებითაც ბევრ და დიდ წარმატებას მივაღწიეთ! დღეს კი მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა და კერძო სექტორში დავბრუნდე", – დაწერა გიორგაძემ.

გიორგაძის განცხადებით, დროა ადგილი ახალ ადამიანებს და ახალ ენერგიას დაუთმოს.

მიხეილ გიორგაძე - Sputnik საქართველო
მინისტრობიდან მოადგილეობამდე - გიორგაძე ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, ჩვენს გუნდს, ჩემს კოლეგებს, თითოეულ იმ პროფესიონალს, ვისთან ერთადაც ამ წლების განმავლობაში ვმუშაობდი! სადაც არ უნდა ვიყო, მე ყოველთვის დავრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად, რადგან მიმაჩნია, რომ ის გეზი, რომელიც ავირჩიეთ, არის სწორი და, სირთულეების მიუხედავად, მიღწევადი. კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა! გისურვებთ წარმატებებს", – წერს გიორგაძე.

მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გასული წლის ზაფხულში გახდა. 2014 წლის 23 ივლისიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე იგი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი იყო, 2017 წლის 15 დეკემბრიდან 2018 წლის 15 ივლისამდე კი კულტურისა და სპორტის მინისტრი.

 

ყველა ახალი ამბავი
0