მინისტრობიდან მოადგილეობამდე - გიორგაძე ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

გამოწერა
მიხეილ გიორგაძე ამიერიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იქნება

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე მთავრობის სტრუქტურის შეცვლისა და უწყებების შერწყმის შემდეგ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გახდა, იუწყება ტელეარხი Imedi.

გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ >>

ახალ უწყებას, რომელიც ორი სამინისტროს შერწყმის შედეგად შეიქმნა, მიხეილ ბატიაშვილი ხელმძღვანელობს.

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გასულ კვირაში გამოუცხადა.

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი - Sputnik საქართველო
ბახტაძის შემცირებულმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა

იმ დროიდან მთავრობაში სამსახური კიდევ ორმა ყოფილმა მინისტრმა იშოვა. განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ.

ლტოლვილთა სამინისტრო რეფორმის შედეგად გაუქმდა და მისი ფუნქციები ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის გაუქმებული სამინისტროს ფუნქციები იუსტიციის სამინისტრომ შეითავსა. სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდა.

ამგვარად, 13-ის ნაცვლად საქართველოს მთავრობაში ათი სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრია.


ყველა ახალი ამბავი
0