Soft Eject-ის კონცერტისთვის მერია უფასო ავტობუსებს გამოყოფს

© Sputnik / Alexander Imedashviliავტობუსის გაჩერება
ავტობუსის გაჩერება - Sputnik საქართველო
გამოწერა
90-იანი წლების პოპულარული ქართული როკ-ბენდი „სოფთ ეჯექთი" დიდი კონცერტისთვის ემზადება

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ჯგუფი „სოფთ ეჯექთის" კონცერტზე დასწრების მსურველებს უფასო ავტობუსები მოემსახურებიან, აღნიშნულია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, ავტობუსები კონცერტზე დასწრების მსურველებს 6 ივლისს 17:00 საათიდან 24:00 საათამდე მოემსახურებიან. ავტობუსები მეტროსადგურ „დელისიდან" ლისის ტბის მიმართულებით 20 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ.

Tbilisi Open Air - Sputnik საქართველო
Tbilisi Open Air 2019 თავის საიუბილეო ლაინაპს აცხადებს

90-იანი წლების პოპულარული ქართული როკ-ბენდი „სოფთ ეჯექთი" დიდი კონცერტისთვის ემზადება. კონცერტი 6 ივლისს გაიმართება და „ლისი ვონდერლენდში" მისულებს წიგნის პრეზენტაციასა და "სოფთ ეჯექთის" ცნობილი კლიპის რიმეიქის გადაღებაზე დასწრებაც შეეძლებათ.

ქართული როკ-ჯგუფი, „სოფთ ეჯექთი" თბილისში 1990 წელს დაარსდა. ჯგუფი დააფუძნა ხუთმა მეგობარმა, რომელთაგან ოთხი — პეჩო (ირაკლი ჭელიშვილი), ვახო ბაბუნაშვილი, ოთარ ყარალაშვილი, და გია ქარჩხაძე კომპოზიტორ-მომღერლები არიან, ხოლო მეხუთე — ნოდარ მანჩხაშვილი დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს. უნიკალურმა მუსიკალურმა სტილმა და ინგლისურენოვანმა სიმღერებმა ჯგუფს მალევე მოუტანა პოპულარობა საქართველოში.

ბენდმა 2017 წელს Tbilisi Open Air-ზე 14-წლიანი პაუზის შემდეგ დაუკრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0