Tbilisi Open Air 2019 თავის საიუბილეო ლაინაპს აცხადებს

© photo: SputnikTbilisi Open Air
Tbilisi Open Air - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალი სტუმრებს სამი დღის განმავლობაში ლისის ტბასთან უმასპინძლებს.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. Tbilisi Open Air 2019-მა თავისი ლაინაპი გამოაცხადა – ფესტივალის ჰედლაინერები იქნებიან ბრიტანული ჯგუფები Franz Ferdinand, Unkle და The Subways, ამერიკული დუეტი Rhye, კანადელი მომღერალი მიშელ გურევიჩი, გერმანელ-იტალიელი დიჯეი David August და რუსი Andrey Pushkarev.

წელს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air ღია ცის ქვეშ 21-23 ივნისს ჩატარდება. 2019 წელს ფესტივალი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ბორის გრებენშჩიკოვი - Sputnik საქართველო
თბილისში ბორის გრებენშჩიკოვის და როკ-ჯგუფ „აკვარიუმის“ კონცერტი გაიმართება

ტრადიციულად, სტუმრებს ფესტივალი Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე, ლისის ტბასთან სამი დღის განმავლობაში ოთხ სცენაზე (Main Stage, Eyes Stage, Garden Stage, Singer Stage/Day, Singer Stage/Night) უმასპინძლებს. ფესტივალს ეწვევა სხვადასხვა ქვეყნის 60-ზე მეტი მუსიკოსი, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

უცხოელ მონაწილეთა შორის არიან შოტლანდიური როკ-ჯგუფი Mogwai. ბრიტანელი დიჯეი Edit Select, ესპანური პროექტი 1200 Mics by Riktam, ნიდერლანდური ჯგუფი GMS, გერმანელი დიჯეი Maayan Nidam, ნიდერლანდელი Matthew Dekay, ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი Mozzy, სომხური ალტერნატიული როკ-ჯგუფი Nemra, ლონდონური დუეტი Psymmetrix და სხვ.

ქართველ შემსრულებელთა შორის არიან: MokuMoku, LoudSPeakers, „მწვანე ოთახი", „არა", Salio, დინი ვირსალაძის კვინტეტი, დიჯეები Boyd Shidt, Gio Shengelia, Bacho, Tomma და სხვა.

ჯგუფი Moloko - Sputnik საქართველო
ჯგუფი Moloko და Tom Odell–ი Tbilisi Open Air 2018–ზე გამოვლენ

საწყის ეტაპზე, 19 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით იყიდება აბონემენტები ფესტივალის სამ დღეზე – შეზღუდული რაოდენობით (სულ 1500 აბონემენტი). ღირებულებაა 125 ლარი. 7 აპრილის შემდეგ მისი ფასი 180 ლარამდე გაიზრდება.

ყოველდღიური ბილეთები ფესტივალზე 8 აპრილიდან გაიყიდება.

„10 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის ფესტივალზე შემოსვლა უფასოა, მაგრამ მათ აუცილებლად უნდა ახლდეს ბილეთიანი სრულწლოვანი პირი", – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.

ფესტივალი Tbilisi Open Air თბილისში 2009 წლიდან ტარდება. ამ ხნის განმავლობაში მის სცენაზე უმღერიათ ისეთ საყოველთაოდ ცნობილ მუსიკოსებსა და ჯგუფებს, როგორებიც არიან ზემფირა, ჯგუფი „ლენინგრადი", ДДТ, Placebo, Beth Hart, Black Label Society, Tiger Lillies, Soap and Skin, Morcheeba, Tom Odell და სხვები.

ყველა ახალი ამბავი
0