პოპულარულ დაცულ ტერიტორიებზე სამუშაო საათები გახანგრძლივდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამუშაო საათების გახანგრძლივების მიზეზი ზაფხულის ტურისტული სეზონია

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ექვს ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე  სამუშაო საათები გახანგრძლივდა, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.

ახალი გრაფიკით პრომეთეს მღვიმე, ნავენახევის მღვიმე, სათაფლია, მარტვილის კანიონი და ოკაცეს ჩანჩქერი - 10:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო ოკაცეს კანიონის მონახულებას დამთვალიერებლები 10:00-დან 18:30 საათამდე შეძლებენ.

პრომეთეს მღვიმე - Sputnik საქართველო
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რიცხვი 14%-ით გაიზარდა

სააგენტოს ცნობით, ახალი გრაფიკით ტურისტები ამ ტერიტორიების მონახულებას სექტემბრის ბოლომდე შეძლებენ.

საქართველოში დღეისათვის სულ 86 დაცული ტერიტორიაა.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მაისში, ვიზიტორთა რაოდენობა 14%-ით გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 225,5 ათასით მეტია.

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 37%-ით გაიზარდა უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა. მათ შორის, 21%-ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა იმ ტერიტორიებზე, სადაც მაისის თვიდან ელექტრონული ბილეთების გაყიდვის სისტემა დაინერგა.

ბოლო ხუთი თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა პრომეთეს მღვიმეში, თბილისის ეროვნულ პარკში, ყაზბეგის ეროვნული პარკში, მარტვილის კანიონზე, ოკაცეს კანიონზე.

ყველა ახალი ამბავი
0