თბილისი პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის ფესტივალს უმასპინძლებს

გამოწერა
სამი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს სხვადასხვა ღონისძიებები ელოდებათ.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალი თბილისში 19-21 ივლისს გაიმართება – სამი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საინტერესო თეატრალური დადგმები, ნახატების გამოფენები და ფრანგი მუსიკოსების მონაწილეობით კონცერტები ელოდებათ.

საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena - Sputnik საქართველო
კახიძეების დინასტიის კომპოზიციები საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე აჟღერდება

ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის სახელმწიფო თეატრში ფესტივალი გაიხსნება სპექტაკლით „ნატვრის ხე", აგრეთვე თავად თეატრის რეჟისორისა და მსახიობის ამირან შალიკაშვილის მიერ თავის დროზე შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსნის" მიხედვით დადგმული ორიგინალური პერფორმანსითა და რიტმული ელექტრონული მუსიკით.

ფესტივალი მეორე დღეს ძველი ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე გაგრძელდება – აქ ფრანგი დიჯეების Polo & Pan-ის გამოსვლაა დაგეგმილი.

კონცერტის შემდეგ პუბლიკას პანტომიმის თეატრის კოსტიუმირებული შოუ ელოდება. ფესტივალი სპექტაკლ „პრემიერის" ჩვენებით დასრულდება.

„ეს ქართულ კულტურულ სივრცეში მასშტაბური მოვლენა იქნება! 2019 წელს პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის ფესტივალი წინა წლებთან შედარებით რადიკალურად განსხვავებული იქნება. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ფესტივალის მასშტაბის გაზრდას, რათა მსოფლიო ბაზარზე ქართული პანტომიმა გავიტანოთ", – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.

პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ და თეატრის სალაროებში. ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი პანტომიმის ახალი თეატრის მშენებლობას და ასევე თბილისში პლასტიკის საერთაშორისო ცენტრის გახსნას მოხმარდება.

ყველა ახალი ამბავი
0