კომპენსაცია აქციაზე დაშავებულთათვის: რას გაითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტრო

© REUTERS / IRAKLI GEDENIDZEაქციის დაშლისას დაშავებული
აქციის დაშლისას დაშავებული  - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავადმყოფოებში 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე დაშავებული 4 ადამიანი მკურნალობს, 5 პაციენტი კი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე 21 ივნისს საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებული ადამიანების კომპენსაციები საერთაშორისო სტანდარტით მიღებული ნორმატივების მიხედვით დაანგარიშდება, განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

„ჰემატომები თავზე“: რას იხსენებენ აქციის დაშლის დროს დაშავებული ადამიანები - ექსკლუზივი >>

 „ჩვენ გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა და კარგი შედეგი. ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს მხოლოდ 4 პაციენტი და მათი მდგომარეობა არის სტაბილური და დამაკმაყოფილებელი. 5 პაციენტი იმყოფება საზღვარგარეთ და ისინი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არიან ჩვენი მხრიდანაც“, – აღნიშნა მინისტრმა.

რეანიმაციული განყოფილება - Sputnik საქართველო
აქციის დაშლისას დაშავებული მამაკაცი კომიდან  გამოვიდა

მინისტრის განცხადებით, საზღვარგარეთ სარეაბილიტაციო კურსს გაივლის ის პაციენტიც, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„ჩვენ ვმუშაობთ, რათა კომპენსაციები გაანგარიშებული იყოს საერთაშორისო სტანდარტით მიღებული ნორმატივების მიხედვით. ამასთან დაკავშირებით ალბათ საკანონმდებლო ცვლილებებსაც შევიტანთ", - აღნიშნა მინისტრმა.

პროტესტი თბილისში დაიწყო საქართველოში რუსეთის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.

პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა, 240 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქციის დაშლის დროს ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.

მიტინგები რუსთაველის გამზირზე მე-12 დღეა მიმდინარეობს. შეკრებილები მოითხოვენ შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას - მას ბრალს სდებენ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაში აქციის დაშლის დროს.

ყველა ახალი ამბავი
0