აქციის დაშლისას დაშავებული მამაკაცი კომიდან  გამოვიდა

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციული განყოფილება
რეანიმაციული განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს

თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და კონტაქტურია, აღნიშნულია საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის სტაციონალურ მკურნალობას  რუსთაველის გამზირზე 20 ივნისის ღამეს დაშავებული ექვსი პაციენტი განაგრძობს.

სამი პაციენტი მკურნალობას „ნიუ ჰოსპიტალში" აგრძელებს, სამი კი რეგიონულ ჰოსპიტალში.

დავით ფარადაშვილი - Sputnik საქართველო
აქციის დარბევისას დაშავებული დავით ფარადაშვილი კომიდან გამოვიდა

რეგიონულ ჰოსპიტლის დირექტორის, ნათია ნუცუბიძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში სამი პაციენტია, რომელებიც ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიან.

„ერთ პაციენტს, რომელიც ალადაშვილის კლინიკიდან გადმოიყვანეს თავის და თვალის მძიმე დაზიანებით, ჩაუტარდა ურთულესი ნეიროქირურგიული და ოფთალმოლოგიური ოპერაცია წარმატებით. პაციენტი ამჟამად პალატაშია და ორშაბათს გაწერენ“, - განცხადა ნათია ნუცუბიძემ.

სამედიცინო დაწესებულების დირექტორის თქმით,  მეორე პაციენტს, რომელიც ასევე ალადაშვილის კლინიკიდან გადმოიყვანეს, დასჭირდა ნეიროქირირგიული ჩარევა. ოპერაციამ ჩაიარა წარმატებით და ახლა ინტენსიური დაკვირვების ქვეშაა. პაციენტი  კონტაქტურია და  ასრულებს დავალებებს. მესამე პაციენტი კი რჩება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე. ნუცუბიძის განცხადებით, მას მეორე დღეა,  აღენიშნება დადებითი დინამიკა, ახელს თვალებს და ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს.

ძალაუფლების გადამეტება აქციის დაშლის დროს: 10 პოლიციელს შეუჩერდა უფლებამოსილება>>

ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.

საპროტესტო აქცია თბილისში 20 ივნისიდან მიმდინარეობს. საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე თავდაპირველად დაიწყო რუსეთის სათათბიროს დეპუტატ, კომპარტიის წევრ სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ  აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0