რუსმა კომიკოსმა საქართველოში დაგეგმილი კონცერტი არ ჩაშალა

გამოწერა
ცნობილი რუსი კომიკოსის ივან აბრამოვის კონცერტი ბათუმში 23 აგვისტოს ჩატარდება

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ცნობილმა რუსმა კომიკოსმა ივან აბრამოვმა  საქართველოში გასტროლების გაუქმებაზე უარი თქვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს საგარეო სამინისტრო: ჩვენ უკვე გარანტიას ვიძლევით >>

საქართველოში მიმდინარე ანტირუსული აქციების ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 8 ივლისიდან ქვეყნებს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლა დროებით შეაჩერა. გარდა ამისა, ტუროპერატორებს ურჩიეს, არ მიეყიდათ ტურისტებისთვის საქართველოს მიმართულებით საგზურები.

„კონცერტს არც გადავდებთ და არც გავაუქმებთ. საქართველოში ჩავფრინდებით მინსკის ან ბაქოს გავლით. ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კონცერტი შედგეს“, - აღნიშნა აბრამოვმა.

ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
ნინო ქათამაძე: ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში

აბრამოვის კონცერტი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 23 აგვისტოს არის დაგეგმილი.

ივან აბრამოვი პოპულარული იუმორისტული შოუ Stand UP-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილეა. აღსანიშნავია, რომ აბრამოვმა კონცერტი საქართველოში გასული წლის მაისშიც გამართა.

ადრე საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებები სრულად უზრუნველყოფენ ქვეყანაში წესრიგსა და უსაფრთხოებას, რათა დედაქალაქის სტუმრები, უცხოელი ჟურნალისტები და ტურისტები, მათ შორის რუსეთიდან, საფრთხის წინაშე არ დადგნენ.

ყველა ახალი ამბავი
0