საქართველოს საგარეო სამინისტრო: ჩვენ უკვე გარანტიას ვიძლევით

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტროს გერბი
საგარეო საქმეთა სამინისტროს გერბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებები სრულად უზრუნველყოფენ ქვეყანაში წესრიგსა და უსაფრთხოებას.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოში რუსი ტურისტები უსაფრთხოდ არიან, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა. 

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
ზურაბ აბაშიძე: „იმედი მაქვს საგანგებო გადაწყვეტილებების მიღება საჭირო არ იქნება"

საქართველოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, საქართველო−რუსეთს შორის ავიამიმოსვლები დროებით შეწყდა. რუსეთის მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით საქართველოში აგორებული პროტესტის პასუხად მიიღო. მომიტინგეები მოითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას. მინისტრს ბრალს სდებენ გავრილოვისთვის საქართველოში შემოსვლის ნების დართვასა და 20 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევაში.

„ჩვენ გარანტიას უკვე ვიძლევით“, – უპასუხა ღვთისიაშვილმა დასმულ კითხვას, მზად არიან თუ არა რუსი ტურისტებისთვის საქართველოში გარანტიების მიცემაზე.

თუ როგორ შეიძლება იურიდიულად ყოველივე ამის გაფორმება, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა: „ეს უადგილო კითხვაა, შეხედეთ სტატისტიკას – მასში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არც ერთი შემთხვევა არ არის, და ახლაც არ ყოფილა, რუს ტურისტებს ჰკითხეთ“.

ადრე საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებები სრულად უზრუნველყოფენ ქვეყანაში წესრიგსა და უსაფრთხოებას. „რათა დედაქალაქის სტუმრები, უცხოელი ჟურნალისტები და ტურისტები, მათ შორის რუსეთიდან, საფრთხის წინაშე არ დადგნენ“, – ნათქვამია განცხადებაში. 

რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის დროს - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო უწყება: ხელისუფლება ტურისტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

მანამდე რუსეთიდან ტურისტების ნაკადის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისი სიტყვებით, ხელისუფლება ყველა მიმართულებით მუშაობს. "ჩვენი მიზანია ეკონომიკური ინტერესების დაცვა და თითოეული მოქალაქის ეკონომიკური ინტერესი", – აღნიშნა პრემიერმა პრესკონფერენციაზე.

რუსი ტურისტები, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების ტურისტები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჰუმანიტარული კავშირების გავრცელებასა და განმტკიცებაში, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხში საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

პროტესტის ტალღა რუსთაველის გამზირზე დაიწყო რუსეთის სათათბიროს დეპუტატის, კომპარტიის წევრ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლისა და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ. რუსი დეპუტატი სიტყვით წარდგა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიის ფარგლებში, თანაც სპიკერის სავარძელში მჯდომი. ოპოზიციამ ხელისუფლებას სამშობლოს ღალატი დააბრალა, ხოლო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოხდა „პროტოკოლური შეცდომა“.

ყველა ახალი ამბავი
0