https://sputnik-georgia.com/20190630/gamorcheui-gogo-bichebi-245779341.html
„ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები არიან“ - ინტერნეტსივრცის გამორჩეული გოგო-ბიჭები
„ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები არიან“ - ინტერნეტსივრცის გამორჩეული გოგო-ბიჭები
Sputnik საქართველო
ეს თაობა ერთგვარი მაგალითი და საამაყოა ძველი თაობის წარმომადგენლებისათვის. 30.06.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-06-30T15:31+0400
2019-06-30T15:31+0400
2021-10-19T17:00+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24577/92/245779292_0:0:1001:566_1920x0_80_0_0_2fa91559af8edbea33957dea398c0a65.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24577/92/245779292_0:0:1001:628_1920x0_80_0_0_76d1fac2456f00b8ed1bd0f003675609.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო
„ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები არიან“ - ინტერნეტსივრცის გამორჩეული გოგო-ბიჭები
15:31 30.06.2019 (განახლებულია: 17:00 19.10.2021) ეს თაობა ერთგვარი მაგალითი და საამაყოა ძველი თაობის წარმომადგენლებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი 21- ე საუკუნის ახალგაზრდებს იწუნებს და აკრიტიკებს, ამ ფოტოებით და მათი ისტორიებით საპირისპიროს დაამტკიცებენ.
„Sputnik-საქართველო“ ინტერნეტსივრცის გამორჩეული ახალგაზრდების ფოტოებსა და ისტორიებს გთავაზობთ.
19 წლის სანდრო წურწუმია ლელა წურწუმიას უფროსი დის, ხათუნა წურწუმიას ვაჟია. სანდრო ხათუნა წურწუმიას პირველი ქორწინებიდან ჰყავს და ლელას დიდი როლი მიუძღვის სიმპათიური და მიმზიდველი ბიჭის გაზრდაში. კახა მამულაშვილისა და ცნობილი არტისტების გარდა, ლელა წურწუმია საზოგადოების წინაშე უცხო მამაკაცებთან ერთად არასდროს ჩნდება, ამიტომ ყველას გაუჩნდა კითხვა ვინ არის პატარა ბიჭი, რომელიც ყველგან ლელა წურწუმიასთან ერთად დადის. პოპ-დივას Instagram- ის გვერდზე ამ ბიჭის ფოტოებს მდედრობითი სქესისგან ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს:
„სულ მგონია რომ პატარა არისტოკრატს ვუყურებ. საოცრად გასხვავებული ძალიან სასიამოვნო გამოხედვა აქვს“ , „ამ ყმაწვილს შუა საუკუნეების ფრანგი არისტოკრატის სახე აქვს, დიდებულია!“
მიუხედავად იმისა, რომ 18 წლისაა, ბევრს გამოცდილ და წამყვან მოდელს სილამაზითა და სინაზით დაჩრდილავს. ბუნებრივობით გამორჩეული ქართველი Instagram ვარსკვლავი მუდამ ბრწყინავს და მომხმარებლებს მაგალითს აძლევს, თუ როგორ უნდა გამოკვეთონ დადებითი თვისებები ან ღირებულებები. მოდის სფეროს კრიტიკოსები გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
ლაშა ლომიძე - 26 წლის საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მე-8 ნომერი. დღეს კი, ფრანგული „ბეზიერსისა“ და საქართველოს ნაკრების ღირსების დამცველი. შეუდარებელი ვაჟკაცი და ქალების გულთამპყრობელი. ალბათ, ფოტოს უყურებთ და არ გჯერათ, რომ ქართველია. ნამდვილი პრინცი თუ კი ასეთი წარმოგიდგენიათ, იმედები უნდა დაგიმსხვრიოთ - ამ ბიჭის გული დაგავებულია. სულ ცოტა ხნის წინ მან ცოლად საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი მოდელი ანა შელია მოიყვანა.
ფეხბურთელების ცოლების მიმართ არასდროს წყდება ინტერესი. სოციალურ ქსელში მათ ჩაცმულობას, დახვეწილ მანერებსა და საუბარსაც კი, დიდი განხილვა მოსდევს. ეს გოგონა საფეხბურთო კლუბ გორის „დილასა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველის გიორგი პაპავას მეუღლეა. მარიამ გველესიანი ხშირად გვხვდება სხვადასხვა თოქ-შოუებში, გარდა ამისა „რუსთავი 2“- ის პირდაპირ ეთერში მიყავს ლოტო და მრავალ მომხმარებელს გარეგნობითა და მიმზიდველობით ანებივრებს.
ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერათ, ვაკო გიგინეიშვილი სწორედ ეგ შემთხვევაა. მზერა, სტილი, ღიმილი და ყველაფერი სხვა, რაც ქალებს მამაკაცებში მოსწონთ ერთ კაფსულაში აქვს. ამიტომ ის არასდროსაა მარტო. პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს, ახლა კი წარმატებული მოდელის მარიამ ხორგუაშვილის მეორე ნახევარია.
მილი სარალია რუსეთში მცხოვრები ქართველი ბლოგერია, რომელმაც ეშხითა და გამორჩეული სილამაზით დაიპყრო ინსტაგრამის ცნობილი გვერდები. გარდა სილამაზისა, მკითხველებსა და გამომწერებს სთავაზობს ექსპერიმენტებს, უზიარებს სილამაზისა და თავის მოვლის საიდუმლოებებს და ატყვევებს მამრობით სქესს. არასდროს მაალვს, რომ ცხვირის პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, მაგრამ ამის გარეშეც მისი ნაკვთები შეუდარებლად გამოიყურება.
საკმარისია მათ ინსტაგრამ გვერდზე შეხვიდეთ, გამომწერების რაოდენობით, აუცილებლად დარწმუნდებით თუ რამხელა პოპულარობით სარგებლობენ თანატოლებსა თუ ინტერნეტ-სივრცეში.