არაორდინალური და კრეატიული იმიჯი მზერას ყოველთვის იზიდავს. ეს ქართველი გოგონები გამოირჩევიან სტილით, ვარცხნილობით და მიუხედავად პატარა ასაკისა - დახვეწილი გემოვნებითაც.
ზოგი ცნობილი მსახიობის, მოდელის ან კომპოზიტორის შვილია, ზოგმა წარმატების მწვერვალი საკუთარი ძალებით დაიპყრო. საკმარისია, რომელიმეს სოციალურ ქსელს თვალი გადაავლოთ, მაშინვე დარწმუნდებით, რომ ნამდვილი თანამედროვე საქართველო, სწორედ ამ ახალგაზრდებით იწყება.
საქართველოში ყველამ იცის „ფორმულა კრეატივის“ სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, რომელიც 2011 წლიდან არ კარგავს აქტუალობას და რეიტინგს, როგორც მისი სცენარისტი- ქეთი დევდარიანი. ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწესა და აქტივისტს ერთი ქალიშვილი ჰყავს- 24 წლის თინა სირაძე. თინა ევროპაში, კერძოდ გერმანიაში ცხოვრობს და სწავლობს. როგორც ჩანს, მას არ უყვარს ტელეეკრანებზე გამოჩენა, მაგრამ სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გერმანიამ მის თავისუფალ იმიჯზე გარკვეული გავლენა მოახდინა.