თალაკვაძე: დაშავებულთაგან  კლინიკებში ექვსი პაციენტი რჩება, ერთი კვლავ მართვით სუნთქვაზეა

© Sputnik / STRINGERსაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თალაკვაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე  დაშავებულთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან 20 ივნისის ღამეს დაშავებულთაგან კლინიკებში 6 პაციენტი რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა, განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა. 

„ჰემატომები თავზე“: რას იხსენებენ აქციის დაშლის დროს დაშავებული ადამიანები - ექსკლუზივი>>>

ამჟამად სამი პაციენტი მკურნალობას „ნიუ ჰოსპიტალში" აგრძელებს, სამი კი „რეგიონულ ჰოსპიტალში".

ავთანდილ თალაკვაძის თქმით, „რეგიონულ ჰოსპიტალში"  35 წლის მამაკაცს ჩაუტარდა განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგაც ის რეაბილიტაციის კურსს საზღვარგარეთ გაივლის.

,,რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, არის გაუმჯობესება, დინამიკა კარგია და სავარაუდოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში მუდმივ მონიტორინგზე გვეყოლება“, – აღნიშნა  თალაკვაძემ. 

მაკო გომური - Sputnik საქართველო
„წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპებში...“ - მაკო გომურმა საქართველო დატოვა

რაც შეეხება 20 ივნისს დაშავებულ სამართალდამცველებს,  ორი მათგანი თურქეთში გაემგზავრა სამკურნალოდ, ერთს ორშაბათს ჩაუტარდება განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია, ხოლო მეორე, რომელსაც თვალის დაზიანება ჰქონდა, რეაბილიტაციის პროცესს გადის.

თალაკვაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე  არც ერთი დაშავებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„ჯამში, საზღვარგარეთ გამგზავრებულია სამი პაციენტი, უახლოეს მომავალში კი, 4 პაციენტი გაემგზავრება. ხვალ დღის ბოლოს და ზეგ გამთენიისას გერმანიასა და ისრაელში კიდევ გაემგზავრებიან პაციენტები, ისინი შემდგომ რეაბილიტაციის კურსს საზღვარგარეთ განაგრძობენ", - აღნიშნა თალაკვაძემ.

საპროტესტო აქცია თბილისში 20 ივნისიდან მიმდინარეობს. საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე თავდაპირველად დაიწყო რუსეთის სათათბიროს დეპუტატ, კომპარტიის წევრ სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ  აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0