„წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპებში...“ - მაკო გომურმა საქართველო დატოვა

გამოწერა
მაკო გომური სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელ პოტს აქვეყნებს

18 წლის მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისს პარლამენტთან აქციის დაშლის დროს, თვალში მოხვედრილი რეზინის ტყვიის გამო თვალი დაკარგა, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაემგზავრა.

გოგონამ „ნიუ ჰოსპიტალი“  24 ივნისს დატოვა.

„მოკლედ, წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპებში და დაგიბრუნდებით კარგი ამბებით. მიყვარხართ ბავშვებო ძალიან და თქვენს გვერდით ვიდგები. პ.ს ყურსასმენები გასაწმენდი არაა, სისხლი არ მოშორდა", - წერს მაკო გომური.

ხუთშაბათს 18 წლის მაკო გომური სამსახურის შემდეგ ღამით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევის დროს პოლიციელების ნასროლი ტყვია თვალში მოხვდა. გოგონას ექიმებმა თვალი ვერ შეუნარჩუნეს.

ყველა ახალი ამბავი
0