გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ: დადგინდა ევროპული კონვენციის დარღვევები

© AP Photo / Christian Lutzსტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას მომჩივან  ნიკოლოზ გოგუაძისთვის კომპენსაციის სახით 10 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. სტრასბურგის სასამართლომ „ყინწვისის სპეცოპერაციის“ საქმეზე ევროპული კონვენციის დარღვევები დაადგინა, შესაბამის ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 27 ივნისს გამოქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც 2011 წლის 26 მაისის ღამეს ჩატარებულ „ყინწვისის სპეცოპერაციას“ შეეხება. 

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
გიორგი მამალაძემ სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით მიმართა

საუბარია ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ 24 კაციანი დაჯგუფების დაკავებაზე, რომლებსაც შეიარაღებული ამბოხის მომზადებაში ედებოდათ ბრალი.

ევროპული სასამართლოს დადგენილებაში ნათქვამია, რომ „დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამებისა და არასთანადო მოპყრობის აკრძალვა) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა“.

სასამართლოს მიერ არსებით ნაწილში დადგენილი დარღვევა ეხებოდა დაკავებისას მომჩივანი ნიკოლოზ გოგუაძისთვის მიყენებულ მრავლობით დაზიანებებსა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

კერძოდ, გოგუაძის განცხადებით, 2011 წლის 26 მაისს ყინწვისის მონასტერთან დაკავების შემდეგ, იგი გადაიყვანეს ქარელის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თბილისის პოლიციის განყოფილებაში ექვსსაათიანი დაკითხვის დროს.

„სასამართლოს შეფასებით, ობიექტური მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მომჩივანს აღენიშნებოდა მრავალი დაზიანება სახისა და ტანის არეში, რომლებიც დაკავებამდე არ ჰქონია“, — ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებაში.

ამასთან, სასამართლომ, პროცედურული დარღვევების ნაწილში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 2013 წლამდე ჩატარებული გამოძიება იყო არაეფექტური, ვინაიდან გამოძიების დაწყებიდან პირველი 18 თვის განმავლობაში ერთადერთი საგამოძიებო მოქმედება — ეს მხოლოდ და მხოლოდ მომჩივნის დაკითხვა იყო 2011 წლის 2 სექტემბერს. ხოლო მას შემდეგ, რაც 2016 წელს საქმე გამოსაძიებლად საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეცა, დაიწყო ინტენსიური მოქმედებები.

„თუმცა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა, რადგან ამ ეტაპამდე გამოძიება დასრულებული არ არის“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას მომჩივან  ნიკოლოზ გოგუაძისთვის კომპენსაციის სახით 10 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

ყველა ახალი ამბავი
0