ივანე მაჭავარიანი: არ შეიძლება ეს ქვეყანა ყოველ ჯერზე ასეთ რისკამდე მივიყვანოთ

© Sputnik / Vladimir Umikashviliივანე მაჭავარიანი
ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა მინისტრის თქმით, დღეს  ქვეყანაში მიმდინარე  პროცესები ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა შინაგან საქმეთა მინსიტრის გიორგი გახარიას მომხრეებსაც და მოწინააღმდეგებსაც სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„მე მოვუწოდებ ყველას, გიორგი გახარიას მომხრეებსაც, მათაც, ვინც იმ შტურმში მონაწილეობდა, მათაც, ვინც არ მონაწილეობდა და თანაუგრძნობდა, მათაც, ვინც ნეიტრალური იყო, აბსოლუტურად ყველას მოვუწოდებ, რომ არ შეიძლება ეს ქვეყანა ყოველ ჯერზე ასეთ რისკამდე მივიყვანოთ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: თავი შეიკავეთ კონტრაქციისგან

თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მეცხრე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა. 
ფინანსთა მინისტრის  თქმით, მსგავსი პროცესები ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„ამის შემდეგ კითხვები –  ლარს რა მოუვიდა, ტურიზმს რა მოუვიდა – ბევრად უფრო მძიმეა. ეს ქვეყანა არ იმსახურებს, და ამას გულწრფელად გეუბნებით, რომ ვინმე სავარძელში ჩაჯდება თუ ხეზე ავა, ამის გამო გადავწვათ“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლამ წარსულში ტერიტორიების დაკარგვა და ომი გამოიწვია.

„მერამდენედ მეორდება, ეს ხომ გავლილი გვაქვს? ეს გაკვეთილები 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში მივიღეთ და ვიწვნიეთ. მანამდე ორი რევოლუცია მოხდა, რომლებსაც სხვადასხვაგვარად აფასებენ, მაგრამ ერთი საერთო ნიშანი, რაც ორივეს აქვს, არის, რომ ორივემ უცილობლად გამოიწვია ტერიტორიების დაკარგვა და ომი. ამას ვერავინ უარყოფს. გვაკლია ეს ამბავი? აქედან გამომდინარე, ყველა უნდა გაჩერდეს“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე: 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელია მსჯავრდებული სააკაშვილი

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

ზურაბ აბაშიძე: მიღწეული პოზიტივი უნდა შენარჩუნდეს>>

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ აქციის დაშლის შემდეგ მასმედიასთან პირველი შეხვედრა გუშინ  გამართა.

„ჩემთვის გადადგომა პრობლემა არაა“, – განაცხადა გახარიამ ხუთშაბათს, საღამოს გამართულ შეხვედრაზე. მინისტრის სიტყვებით, მან „კონკრეტული ამოცანები“ უნდა გადაჭრას და წასვლას მაშინ გეგმავს, როდესაც იგი მისი გუნდისთვის ზიანის მომტანი იქნება.

გიორგი გახარია: მე შემიძლია ხვალ გადავდგე...>>

გახარიას განცხადებით, 20 ივნისის ღამეს „იყო მცდელობა ხელისუფლების და, შესაბამისად, სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობრივად დაკავების“, რაც პოლიციამ აღკვეთა.

 

ყველა ახალი ამბავი
0