„ვერ ვიაზრებ, რომ აღარ ხარ“ - ვინ არის გოგო, რომელიც რეანიმაციაში გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
29 წლის ხათუნა ხვედელიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისი მეგობარი წერს.

თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. 29 წლის ხათუნა ხვედელიანი, რომელიც 3 თვე რეანიმაციაში სიკვდილს ებრძოდა, გარდაიცვალა, წერს მისი მეგობარი სოციალურ ქსელში.

ხათუნა ხვედელიანი 8 თვის ორსული იყო, როდესაც მოულოდნელად პლაცენტის აცლა დაემართა, ამის გამო კი ნაყოფი დაიღუპა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
მეტეხის ხიდთან დაშავებული ტურისტი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

გარდაცვლილს 3 წლის ბიჭი დარჩა.

„ძალიან ბევრს დაგვწყვიტა გული. ძალიან უსუსურად ვგრძნობ თავს. და ძალიან მენანება ასეთ ლამაზი გოგოს ყველაზე დიდი უბედურება რომ დაატყდა თავს. არ მომეძებნება სიტყვები, რომ რამე ვთქვა“, - წერს მისი მეგობარი სოციალურ ქსელში.

ხათუნა ხვედელიანს 5 სხვადასხვა ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა უშედეგოდ.

 

ყველა ახალი ამბავი
0