მეტეხის ხიდთან დაშავებული ტურისტი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

© Sputnik / Alex Shlamovსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოში რჩება

 თბილისი,  24 ივნისი  — Sputnik. თბილისში, მეტეხის ეკლესიასთან უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული კორეელი ტურისტი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უბედური შემთხვევა დღეს მეტეხის ეკლესიის ეზოში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, კორეის სამი მოქალაქე ეკლესიის ეზოდან რიყის მხარეს გადავარდა. ერთი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ორი საავადმყოფოში  გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული ქალბატონი იყო.

რიყის პარკი უამინდობისას - Sputnik საქართველო
უბედური შემთხვევა რიყეზე: ერთი ტურისტი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეონა ხუჭუას განცხადებით, პაციენტი კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში, მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით შევიდა. სახეზე იყო ქალა-ტვინის ტრავმა, ქალა ფუძისა და ქალას სარქვლის მოტეხილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, კომატოზური მდგომარეობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, მარჯვენა ზედა კიდურის მრავლობითი მოტეხილობა.

„სახეზე იყო პრაქტიკულად სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა და 20:45 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა თეონა ხუჭუამ.

საავადმყოფოში რჩება შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი მამაკაცი, რომელიც ასევე კორეის მოქალაქეა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე და 124-ე მუხლებით არის დაწყებული, რომლებიც  გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და ჯანმრთელობის დაზიანებას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური