უბედური შემთხვევა რიყეზე: ერთი ტურისტი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა

© Sputnik / Alexander Imedashviliრიყის პარკი უამინდობისას
რიყის პარკი უამინდობისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
უბედური შემთხვევა მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა

თბილისი,  24 ივნისი — Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა თბილისში რიყეზე  მომხდარი  უბედური შემთხვევის შედეგად, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ისანში საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა და დაიღუპა

უბედური შემთხვევა დღეს მეტეხის ეკლესიის ეზოში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე ეკლესიის ეზოდან რიყის მხარეს გადავარდა. ერთი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ორი მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთ-ერთი დაშავებული ქალბატონია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მეტეხის ეკლესიასთან დაღუპული და დაშავებულები კორეის მოქალაქეები არიან.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე და 124-ე მუხლებით არის დაწყებული, რომლებიც  გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და ჯანმრთელობის დაზიანებას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0