პროკურატურამ სასამართლოს მიმართა: როდის დააკავებენ ნიკა მელიას

გამოწერა
გუშინ, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების ცხარე კამათის შემდეგ, მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik.  საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას დაკავების შესახებ შუამდგომლობით მიმართა, იუწყება Новости-Грузия პროკურატურის პრეს–სამსახურის თანამშრომელზე დაყრდნობით. 

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
ნინო ლომჯარია: ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის!

გუშინ, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების ცხარე კამათის შემდეგ, მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. აღნიშნულ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა მიიღეს. რაც შეეხება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მოწინააღმდეგეა, მათ აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირეს.

მელიას თანაპარტიელებმა და პარტია „ევროპული საქართველო – მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა პლენარულ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს.


ყველა ახალი ამბავი
0