რატომ არ დაუჭირა მხარი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას რომან კაკულიამ

გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას უმრავლესობის ორმა დეპუტატმა ხმა არ მისცა

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის სტანდარტი საპარლამენტო რესპუბლიკაში უფრო მაღალი უნდა იყოს, მიაჩნია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს და „ქართული ოცნების“ წევრ რომან კაკულიას.

ნინო ლომჯარია: ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის! >>

აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო
აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, თავშეკავებით იმოქმედოს

დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ნიკანორ  მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ, რომელსაც ბრალად ედება თბილისში 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე არეულობის ორგანიზება. აღნიშნულ დადგენილებას მხარი დაუჭირა 150–დან 91–მა დეპუტატმა.

რომან კაკულიამ განმარტა, რომ ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას იმის გამო არ დაუჭირა მხარი, რომ სათანადო არგუმენტები ვერ მოისმინა. მისივე თქმით, მელიას ქმედებებს არ ამართლებს, თუმცა მან საკუთარი განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა.

„ეს არ იყო არც არავის წინააღმდეგ, არც არავის მხარდასაჭერი გადაწყვეტილება. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლითაც ჩემი, როგორც ერთი დეპუტატის აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ იმუნიტეტის მოხსნის სტანდარტი საპარლამენტო რესპუბლიკაში მგონია, რომ უფრო მაღალი უნდა იყოს. ეს არის ერთადერთი მოტივაცია“, - განაცხადა კაკულიამ. 

რაც შეეხება საკითხს - დატოვებს თუ არა „ქართულ ოცნებას“ გუნდისგან განსხვავებული ხედვის გამო, რომან კაკულიას თქმით,  თუ კენჭისყრაზე დაფიქსირებული მისი პოზიცია ვინმესთვის პრობლემური იქნება, ის უხერხულობას არავის შეუქმნის.

„ამაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა. მე ყველა ჩემი კოლეგის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და არ მაქვს არანაირი კრიტიკული დამოკიდებულება მათ მიმართ. ჩემი გადაწყვეტილება რა განწყობებს გამოიწვევს, არ ვიცი“, - განაცხადა კაკულიამ.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო
ნიკა მელია:  ვერ ვიფიქრებდი, რომ ცხოვრებაში შეიძლებოდა ასე ამაყად მეგრძნო თავი

რომან კაკულიას თქმით, ის სვამდა  შეკითხვებს, რომლებზეც პროკურორს ჰქონდა საკმაოდ კვალიფიციური პასუხები, თუმცა სიტყვა „დასაბუთებული ეჭვი“ ახალია და თუ ამის გამო იღებ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან სუბიექტურია. ვიღაცისთვის ეს არის დასაბუთებული, ვიღაცისთვის არა.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას უმრავლესობის ორმა დეპუტატმა ხმა არ მისცა. ესენი არიან რომან კაკულია და მარიამ ჯაში. კაკულიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ხოლო ჯაშმა განაცხადა რომ თავი შეიკავა და რეგისტრაცია არ გაიარა.

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს წაუყენა.

რომელმა დეპუტატებმა არ მისცეს ხმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას >>

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, მელიას მიმართ, 20-21 ივნისს  პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 25 ივნისს გენერალურმა  პროკურორმა პარლამენტს მიმართა, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ ტარდება. 20–21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 – პოლიციელია.

ყველა ახალი ამბავი
0