რა გადაწყვიტა პარლამენტმა ნიკა მელიას საკითხზე

© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმესაათიანი სხდომა პარლამენტში ხმაურის ფონზე ჩატარდა.

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს გენერალური პროკურორის მიმართვას პარლამენტის წევრის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოსადმი მიმართვის თაობაზე.

პარლამენტის წევრ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობის მიცემას საპროცედურო კომიტეტში ექვსმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა. იურიდიულ კომიტეტში კი ამავე საკითხს ცხრა მომხრე და სამი მოწინააღმდეგე აღმოაჩნდა.

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
პროკურორი: დასტურდება, რომ მელია მომიტინგეებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტი არ იღებს გადაწყვეტილებას, ნიკანორ მელიას პატიმრობა შეეფარდოს თუ სხვა აღკვეთის ღონისძიება. პარლამენტი არ არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო. თუ მოხდა ისე, რომ პროკურატურამ მიმართა სასამართლოს და სასამართლომ მელიას პატიმრობა შეუფარდა, მხოლოდ ამის შემდგომ, პარლამენტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შეუჩერდება პარლამენტის წევრის იმუნიტეტი.

პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებულ საკითხზე დილიდან მსჯელობდნენ.

რამდენიმესაათიანი სხდომა ხმაურის ფონზე ჩატარდა.

პარლამენტში ხმაურია: დეპუტატები ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ>>

გაერთიანებული კომიტეტების სხდომის გამართვის მიზეზი კი ის იყო, რომ პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო
ნიკა მელიას ბრალი წაუყენეს

პარლამენტის წევრი ნიკა მელია საქართველოს პროკურატურამ ბრალის წასაყენებლად დღეს დაიბარა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

სხდომაზე დასწრება თავად ნიკა მელიასაც შეეძლო, თუმცა ის არ მისულა.

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ უნდა მოხდეს დეპუტატის დაკავება. მისი განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ მელია მართლმსაჯულებას დაემალოს და მოწმეებზე მოახდინოს გავლენა.

ნიკა მელიას მხარდამჭერები პარლამენტთან იკრიბებიან>>

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ტარდება თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ. 20–21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით).

ყველა ახალი ამბავი
0