ქართველი იურისტი, რომელმაც უცხოეთში ჯინსების მოხატვა დაიწყო

© courtesy of Natia Karelishviliნათია ქარელიშვილი
ნათია ქარელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გერმანიაში მცხოვრებ ნათია ქარელიშვილს გაგაცნობთ.

ამბობს, რომ მისთვის პარადოქსია - უცხოეთში კარიერისთვის რომ ჩავიდა და სწორედ აქ მიხვდა, კარიერა ყველაფერი რომ არ არის...

ცხოვრებაში ერთფეროვნებას ვერ იტანს და ამიტომაც პროფესიით იურისტმა გერმანიაში მისთვის უცნაური საქმიანობა - ჯინსების მოხატვა დაიწყო. ჯერჯერობით მის კლიენტებს შორის მხოლოდ ქართველები არიან, მაგრამ სამომავლოდ გადაწყვეტილი აქვს, რომ საკუთარი ნახელავი გერმანელებსაც აჩვენოს... ბოლოს გერმანიის ქალაქ იესენში საკომუნიკაციო კომპანიის თანამშრომელი გახლდათ.

© photo: courtesy of Natia Karelishviliნათია ქარელიშვილი
ქართველი იურისტი, რომელმაც უცხოეთში ჯინსების მოხატვა დაიწყო - Sputnik საქართველო
ნათია ქარელიშვილი

- ნათია, გერმანიაში როგორ და როდის მოხვდით?

- გერმანიაში შვიდი წლის წინ ჩამოვედი, ჯერ ოპერად ვმუშაობდი, შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე. თბილისში იურიდიული მაქვს დამთავრებული და ჩემი მიზანი იყო საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლება. ამჟამად დეკრეტული შვებულება მაქვს აღებული, რადგან აგვისტოში პატარას ველოდები.

© photo: courtesy of Natia Karelishviliმეუღლესთან ერთად
ქართველი იურისტი, რომელმაც უცხოეთში ჯინსების მოხატვა დაიწყო - Sputnik საქართველო
მეუღლესთან ერთად

- ახლა გადავიდეთ თქვენ საინტერესო გატაცებაზე, რომელიც უკვე საქმიანობად გექცათ, რატომ გაგიჩნდათ მაინცდამაინც ჯინსების მოხატვის სურვილი?

- ჯინსის ქსოვილი იმიტომ, რომ ის ყველას გარდერობში მოინახება, რადგან მისგან შეკერილი სამოსი პრაქტიკული და მოდურია. რაც მთავარია, ჯინსი ხატვისთვის მოსახერხებელია. მე ვცადე მაისურებისა და ნაჭრის ჩანთების მოხატვა, მაგრამ ისე კარგად არ გამოვიდა, როგორც ჯინსზე. თანაც, ის იმდენ ფერს არ შეიწოვს, ანუ არ მოითხოვს როგორც სხვა ქსოვილი, ფერების არევაც ჯინსის შემთხვევაში უკეთესად გამოდის. შესაძლებელია, მაგრამ გაცილებით საწვალებელი.

© photo: courtesy of Natia Karelishviliნათია ქარელიშვილის ნამუშევარი
ქართველი იურისტი, რომელმაც უცხოეთში ჯინსების მოხატვა დაიწყო - Sputnik საქართველო
ნათია ქარელიშვილის ნამუშევარი

- პირველი ნამუშევარი ვინ მოგიწონათ და ვისთვის მოხატეთ?

- ჩემი პირველი ნამუშევარი ძველი ჯინსის ქურთუკზე შევასრულე. მაინტერესებდა, მოხერხდებოდა თუ არა ჯინსზე ხატვა, ფერების დასმა და ა.შ. უბრალო ნახატი იყო - წითელი ყვავილები და ფოთლები. სამეგობროში ბევრს მოეწონა და მაშინ გამიჩნდა იდეა, რომ ტანსაცმელზე დამეწყო ხატვა.

© photo: courtesy of Natia Karelishviliნათია ქარელიშვილის ნამუშევრები
ქართველი იურისტი, რომელმაც უცხოეთში ჯინსების მოხატვა დაიწყო - Sputnik საქართველო
ნათია ქარელიშვილის ნამუშევრები

- მოგვიყევით რა მასალით და როგორ ხატავთ, თუ, რა თქმა უნდა, კომერციული საიდუმლო არ არის...

- ვხატავ სპეციალური ქსოვილის საღებავებით. ჯერ ნახატის არჩევა ხდება, დეტალების გარკვევა შემკვეთთან, თუ რისი დამატება ან შეცვლა სურს. შემდეგ ვარჩევ, თუ რა ზომის ნახატი გადავიტანო ქურთუკზე. თუ ჯინსი მუქი ფერისაა, მასზე ჯერ თეთრი საღებავით თეთრი ფონი კეთდება ისე, რომ სასურველი ფერი დაისვას. დასრულებულ ნახატს კარგად ვაშრობ და შემდეგ ვაუთოვებ ისე, რომ ფერები ქსოვილიდან არ გადავიდეს. რამე მსუბუქ პროგრამასა და დაბალ ტემპერატურაზე მისი სარეცხ მანქანაში რეცხვაც შესაძლებელია.

© photo: courtesy of Natia Karelishviliნათია ქარელიშვილის ნამუშევარი
ქართველი იურისტი, რომელმაც უცხოეთში ჯინსების მოხატვა დაიწყო - Sputnik საქართველო
ნათია ქარელიშვილის ნამუშევარი

- რომელია ყველაზე უჩვეულო ნახატი, რაც  ჯინსებზე გადაგიტანიათ?

- უჩვეულოო, ასე კონკრეტულად ვერც ერთზე ვიტყვი, ყველა უჩვეულოა და თითოეული მათგანი გამოწვევაა. ხატვის სფერო ჩემთვის უცხო იყო და მისი ტექნიკის შესწავლასაც ინტერნეტში მოძიებული ვიდეოების დახმარებით დამოუკიდებლად ვცდილობ. ჩემი ყველაზე პატარა კლიენტი, რომლისთვისაც მე ჯინსი მოვხატე, იყო ერთი წლის გოგონა, სახელად ნალა. გოგონას დედამ ანიმაციური ფილმიდან „მეფე ლომი“ სიმბას შეყვარებული დამახატინა. ერთხელ ახალგაზრდა ქალბატონმა მამაკაცის ქურთუკზე გამაკეთებინა კომპოზიცია რაინდის მოტივით. ისე, პატარები უფრო აქტიურობენ.

© photo: courtesy of Natia Karelishviliნათია ქარელიშვილის ნამუშევრები
ქართველი იურისტი, რომელმაც უცხოეთში ჯინსების მოხატვა დაიწყო - Sputnik საქართველო
ნათია ქარელიშვილის ნამუშევრები

- გერმანიამ როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება და ინტერესების სფერო?

- გერმანიამ ბევრი რამ შეცვალა, არის საკითხები, რაზეც უკვე სხვანაირად ვფიქრობ. ჯერ ერთი, აქ ჩემი ცხოვრების სიყვარული ვიპოვე, ის ეროვნებით ჩეხია. ის იყო საქართველოში და აღფრთოვანებულია ჩვენი ტრადიციებით, ლამაზი კუთხეებით, ახლაც ყველასთან ამაზე ლაპარაკობს. კიდევ ამბობს, რომ ქართველები ძალიან კეთილები და მეგობრულები არიან, ოღონდ თავიდან გაბრაზებულის შთაბეჭდილებას ტოვებენო. მე ავუხსენი, რომ რაც მათ სახეზეა, ეს არ არის ბრაზი, ასეთი რამ გულში არსებული დარდის გამოა-მეთქი, რაშიც ბოლოს თვითონაც დარწმუნდა. კიდევ გერმანიაში ხელოვნების მიმართ ინტერესი გამიჩნდა. პარადოქსია, უცხო ქვეყანაში პროფესიული ამაღლებისა და კარიერისთვის წამოვედი და სწორედ აქ მივხვდი, რომ კარიერა ყველაფერი არ არის, თუ გვერდით ოჯახი და შენთვის საყვარელი ადამიანები არ გყავს...

© photo: courtesy of Natia Karelishviliნათია ქარელიშვილის ნამუშევარი
ქართველი იურისტი, რომელმაც უცხოეთში ჯინსების მოხატვა დაიწყო - Sputnik საქართველო
ნათია ქარელიშვილის ნამუშევარი

- როგორია შორიდან დანახული სამშობლო?

- გული მტკივა, რომ ასეთ ლამაზ და დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანას ასეთი რეალობა აქვს. ქვეყნის განვითარებასა და ხალხის კეთილდღეობაზე ყველა ერთნაირად არ ფიქრობს. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია მალე სასიკეთოდ შეიცვლება და ერთ დღესაც ძლიერი, წარმატებული და ბედნიერი ერი ვიქნებით...

 

ყველა ახალი ამბავი
0