კვიციანი: არის შესაძლებლობა, რომ დეპუტატები თავდებში დავუდგეთ ნიკანორ მელიას?

© Sputnik / Alexander Imedashviliემზარ კვიციანი
ემზარ კვიციანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს საპროცედურო და იურიდიულმა კომიტეტებმა თანხმობა განაცხადეს, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს

თბილისი, 26 ივნისი - Sputnik.  საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტარებს მოუწოდებს, ნიკა მელიას თავდებში დაუდგენენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა (ნიკანორ) მელია საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალის წასაყენებლად დღეს დაიბარა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს,  მელიას მიმართ 20-21 ივნისს  პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 25 ივნისს გენერალურმა  პროკურორმა პარლამენტს მიმართა, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით. 

შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო
ნათელაშვილი: რომელი დეპუტატიც მელიას დაკავებას მისცემს თანხმობას, პოლიტიკაში ვერ გაჩერდება

როგორც ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მას და მელიას  სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები აქვს, იგი მისი კოლეგაა. კვიციანის განცხადებით, ნიკა მელია ქვეყნის დატოვებას არ აპირებს და დეპუტატებს მიმართა, თავდებში დაუდგნენ მას.

„თუ არის შესაძლებლობა, რომ დეპუტატები თავდებში დავუდგეთ ნიკანორ მელიას? არის ამის შესაძლებლობა, რომ აიღონ დეპუტატებმა თავის თავზე, რომ ნიკანორ მელია არ გაიქცევა და არ შეუშლის ხელს გამოძიებას? ან შინა პატიმრობა იყოს“, -განაცხადა კვიციანმა.

დღეს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს გენერალური პროკურატურის მიმართვას პარლამენტის წევრის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოსადმი მიმართვის თაობაზე. 

პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
რა გადაწყვიტა პარლამენტმა ნიკა მელიას საკითხზე

პარლამენტის წევრ ნიკა მელიასთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასმართლოსთვის მიმართვაზე თანხმობის მიცემას საპროცედურო კომიტეტში ექვსმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა. იურიდიულ კომიტეტში კი ამავე საკითხს ცხრა მომხრე და სამი მოწინააღმდეგე აღმოაჩნდა.

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ ტარდება. 20–21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით).

 

ყველა ახალი ამბავი
0