ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს

© Sputnik / Shota Nozadzeნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკანორ მელია ხვალ საქართველოს პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით დაიბარეს.

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა (ნიკანორ) მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. ის ხვალ უწყებაშია დაბარებული, რათა ბრალი წარედგინოს, განაცხადეს დღეს საქართველოს პროკურატურაში.

„შენ ხარ ამ ქვეყნის მთავარი უბედურება“ - მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას მიმართავს>>

უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებენ გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე (სსკ-ის 225-ე მუხლი).

„აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ნიკანორ მელია ხვალ დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამასთან, პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
რამდენი ადამიანი გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან – სააპელაციო სასამართლოს ბრიფინგი

უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შსს განაგრძობს იმ პირთა იდენტიფიკაციას, რომლებიც 20–21 ივნისის აქციაზე აშკარად ძალადობრივად მოქმედებდნენ – „ცდილობდნენ პოლიციის კორდონის ძალადობრივი გზით გარღვევას და პარლამენტის შტურმით აღებას, სხვადასხვა საგნებს ესროდნენ სამართალდამცველებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ და ანადგურებდნენ კერძო საკუთრების ობიექტებს“.

ამ ადამიანების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად ზომები უახლოეს დღეებში იქნება მიღებული, ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის ცენტრში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ტარდება თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ. 20-21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია. 

ივანიშვილი: უნდა დაისაჯოს ძალადობის ორგანიზატორი>>

ოფიციალური მონაცემებით, თბილისში პარასკევს, ღამით საპროტესტო აქციაზე მომხდარი არეულობის დროს სულ 305 ადამიანი დააკავეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო დანარჩენი გათავისუფლდა - შეეფარდა ადმინისტრაციული ჯარიმა ან სიტყვიერი შენიშვნა.

ყველა ახალი ამბავი
0