ივანიშვილი: უნდა დაისაჯოს ძალადობის ორგანიზატორი

© photo: Sputnikბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება ხედავს, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა, განაცხადა მიმდინარე მოვლენების შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრა შედგა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი: 2020 წელს არჩევნები პროპორცული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

პარლამენტთან 20 ივნისის შემდეგ პერმანენტულად მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო. ამჟამინდელი კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი დაკომპლექტებულია პარტიული სიით არჩეული  77 დეპუტატით და ერთმანდატიან ოლქში არჩეული 73 დეპუტატით. 

„დღეს ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინიციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა. იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას, დარწმუნებული ვარ, მოჰყვება სამართლებრივი შედეგებიც“, – განაცხადა ივანიშვილმა.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, პასუხისმგებლიანი მმართველი ძალის ვალია, ადეკვატური იყოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა. მან აღნიშნა, რომ დღევანდელი პოლიტიკური გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ახალგაზრდობის სურვილი და მზაობაა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.

კახა კალაძე: ბარიერი უქმდება და ყველა პარტიას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი>>

„საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად გააჩნია „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0