ჩაშლილი ვიზიტი: „პატრიოტები“ განმარტავენ, რატომ აპირებდნენ მოსკოვში წასვლას

© Sputnik / Denis Aslanovგიორგი ლომია
გიორგი ლომია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლომიას განმარტებით, მოსკოვში მისი გამგზავრების ერთადერთი მიზანი — ფორუმის ფარგლებში აფხაზურ და ოსურ მხარეებთან შეხვედრები იყო.

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. „პატრიოტთა ალიანსი" არ აპირებს მოსკოვის საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობას, განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ. 

რუსეთის დუმა - Sputnik საქართველო
რომელი ქართველი დეპუტატი აპირებს მოსკოვში ფორუმზე დასწრებას

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსმა" მოწვევა ნამდვილად მიიღო, მაგრამ ფორუმში მონაწილეობა არასდროს დაუპირებიათ.

ლომიას განმარტებით, მოსკოვში მისი გამგზავრების ერთადერთი მიზანი — ფორუმის ფარგლებში აფხაზურ და ოსურ მხარეებთან შეხვედრები იყო.

„სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგი რომ აუცილებელია, ამაზე ვთანხმდებით. იმ ხალხთან მე პირადად მქონდა დაგეგმილი შეხვედრა, მაგრამ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა საქართველოში, ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი ჩაიშალა", — განაცხადა გიორგი ლომიამ. 

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ამჯერად მას შემდეგ დაიძაბა, რაც 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და შეკრებილებს იქიდან მიმართა რუსულ ენაზე. აღსანიშნავია, რომ გავრილოვი ასამბლეის პრეზიდენტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0