რომელი ქართველი დეპუტატი აპირებს მოსკოვში ფორუმზე დასწრებას

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის დუმა
რუსეთის დუმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვში საერთაშორისო ფორუმი „პარლამენტარიზმის განვითარება“ გაიმართება

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. ქართველი დეპუტატები ივლისის დასაწყისში გეგმავენ მოსკოვში ჩამოსვლას საერთაშორისო ფორუმზე „პარლამენტარიზმის განვითარება“, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა.

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები მოსკოვს საკუთარი ინიციატივით პერიოდულად სტუმრობენ, სადაც დსთ-ის საკითხთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრებთან შეხვედრებს მართავენ. „პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს ხელისუფლებისგან მოლაპარაკებებში ოფიციალურ სტატუსს მოითხოვენ. ოპოზიციურ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში შვიდი ადგილი აქვს. 

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვმა თბილისში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა

„ჩამოსვლას გეგმავდა ქართული დელეგაცია, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარლამენტარები. ახლო მომავალში საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა კალაშნიკოვმა ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ რუსული მხარე ქართველ დეპუტატებს უსაფრთხოების გარანტიას აძლევს.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

მოსკოვში საერთაშორისო ფორუმი „პარლამენტარიზმის განვითარება“ 1–2 ივლისს გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0