აქციის მონაწილეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობას მოაწყობენ

© Sputnik / Shota Nozadzeმსვლელობა კანცელარიისკენ
მსვლელობა კანცელარიისკენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ხვალ კვლავ 19:00 საათზე შეიკრიბებიან

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დღეს მსვლელობით დასრულდება.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მშვიდობიანი მსვლელობა რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის გავლით დაიწყება და კანცელარიასთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდება.

ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
აქციის ორგანიზატორები: ავტოკოლონა შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ სიგნალებით გაემართება

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ხვალ კვლავ 19:00 საათზე შეიკრიბებიან.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პროტესტანტები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გვახარიას გადადგომას, აქციის დაშლის დროს დაკავებულების გათავისუფლებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე, იმ სამართალდამცველების დასჯას, რომლებმაც  აქციის დაშლის დროს უფლებამოსილებას გადაამეტეს.

ყველა ახალი ამბავი
0