აქციის ორგანიზატორები: ავტოკოლონა შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ სიგნალებით გაემართება

გამოწერა
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე  პარლამენტის შენობის წინ  მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა ხვალ კიდევ ერთი აქტივობა დაანონსეს.

„ბოდიში მოიხადონ!“ – კალაძე ოპოზიციას მიმართავს>>>

კერძოდ, 24 ივნისს, 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მანქანების ავტოკოლონა სიგნალებით გაემართება.

„ხვალ, 14:00 საათზე ავტოკოლონა, რომელიც იღებს სათავეს რესპუბლიკის მოედნიდან და ჩადის შინაგან საქმეთა სამინისტრომდე სიგნალით. ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით. ვინც ქუჩაში იქნებით, გააჩერეთ მანქანა და დაასიგნალეთ. ვაჩვენოთ რამდენი ვართ მთელი საქართველოს მასშტაბით“,- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა. 

პროტესტის მეოთხე დღე - Sputnik საქართველო
მდინარაძე: ხელისუფლება მოუსმენს ყველა მოქალაქეს, რომელიც გულწრფელად გამოხატავს პროტესტს

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პროტესტანტები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია. სამართალდამცველებმა 300 ადამიანი დააკავეს.
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გვახარიას გადადგომას, აქციის დაშლის დროს დაკავებულების გათავისუფლებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე, იმ სამართალდამცველების დასჯას, რომლებმაც  აქციის დაშლის დროს უფლებამოსილებას გადაამეტეს.

ყველა ახალი ამბავი
0