თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში მეცხრე კლასის მოსწავლე მდინარეში დაიხრჩო, იუწყება ქართული მედია.
თვითმხილველების თქმით, ბიჭს ცურვისას გული გაუსკდა.
ამ დროისთვის ცხედარი ნაპოვნია.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.