თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. 11 წლის ბიჭი დაიხრჩო რუსთავში, პარკში მდებარე ტბაში, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ტელეკომპანიის ცნობით, ბავშვმა ტბაში შეცურა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.