თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. 15 წლამდე ასაკის მოზარდი თბილისის ზღვაზე დაიხრჩო, იუწყება ტელეარხი Rustavi2.
უბედური შემთხვევა ხუთშაბათს დღისით მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა წყლიდან მოზარდის ცხედარი უკვე ამოიყვანეს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
გასულ ზაფხულს საქართველოს წყლებში 51 ადამიანი დაიხრჩო. ამასთან მაშველებმა 316 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. აქედან 240 ადამიანი ზღვაზე იხრჩობოდა, 49 - ტბებში, 24 - მდინარეებში.