საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთი რუსეთის 3 ათას მოქალაქეს აქვს შეძენილი

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„როსტურიზმის“ უფროსმა ზარინა დოგუზოვამ განაცხადა, რომ იმ რუს ტურისტებს, რომლებიც საქართველოში ჯერ არ გამოფრინდნენ, საგზურების მთლიანი საფასური უნდა დაუბრუნონ

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებამდე დაახლოებით 3,5 ათას რუსეთის მოქალაქეს ახალ წლამდე აქვს შეძენილი ავიაბილეთი საქართველოს მიმართულებით, იუწყება РИА Новости „როსტურიზმის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით.

რუსული ავიაკომპანიები მზად არიან რუსი ტურისტები საქართველოდან 8 ივლისის შემდეგ გაიყვანონ >>

პუტინმა თავისი განკარგულებით აუკრძალა რუსეთის ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა, ხოლო მთავრობას მოქალაქეების რუსეთში დასაბრუნებლად ზომების მიღება დაავალა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს დროებითი ზომაა, რომელიც უსაფრთხოების მიზნით არის მიღებული.

პოლიციის მანქანები ელბაქიძის აღმართზე - Sputnik საქართველო
„როსია 24-ის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

აღნიშნული გადაწყვეტილება იმ სკანდალს და შემდგომ არეულობას უკავშირდება, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომასა და თბილისში რუსული დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოხდა. მას შემდეგ, რაც თბილისში საპროტესტო ტალღა აგორდა, რუსმა დელეგატებმა ქვეყანა დატოვეს.

რთული სათქმელია, რამდენი რუსი ტურისტია დღეს საქართველოში, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის მოქალაქეები რაოდენობით პირველ პოზიციაზე არიან საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს შორის. 2019 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში რუსეთიდან დაახლოებით 540 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც 31%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში უცხოელებმა საქართველოში თითქმის 3 მილიონი ვიზიტი განახორციელეს.

როგორც რუსეთის ვიცე-პრემიერ მაქსიმ აკიმოვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რუსეთის ავიაკომპანიები მზად არიან გაიყვანონ საქართველოდან რუსეთის მოქალაქეები 8 ივლისის შემდეგაც, მაგრამ უკვე სომხეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის აეროპორტების გავლით.

ამ დროისათვის ყველა ტუროპერატორმა გამოთქვა მზადყოფნა შეწყვიტოს საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა, განაცხადა დოგუზოვამ. მისი თქმით, იმ რუს ტურისტებს, რომლებიც საქართველოში ჯერ არ გამოფრინდნენ, საგზურების მთლიანი საფასური უნდა დაუბრუნონ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0